მისივე თქმით, დავა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელდება.
მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რამდენიმე თვეში მიმართავენ. ადვოკატები გეგმავენ, რომ გასაჩივრებისთვის დადგენილი მაქსიმუმ ექვს თვიანი პერიოდიდან მხოლოდ ორი თვე გამოიყენონ.
"უზენაესმა სასამართლომ 5 თვიანი ფიქრის შემდგომ გადაწყვიტა წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე, დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმე!
მოკლედ იმ ხარისხის დამოუკიდებლობა და გამბედაობაც არ აღმოაჩნდა უზენაეს სასამართლოს, უბრალოდ წარმოებაში–განხილვაში მიეღო საქმე და ჩვენთვის მოესმინა...
ამ გადაწყვეტილებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს კი არა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი ამ ე.წ "მართლმსაჯულებამ"! რადგან დეკანოზი მამალაძე და მისი გუნდი გპირდებით ქართული მართლმსაჯულება და მათი დამკვეთი პოლიტიკური და სასულიერო პირები მიღებენ ძალიან მწარე სილას სახეში სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტლებით! ისეთ მკაცრს, როგორიც ქართულ მართლმსაჯულებას არასოდეს მიუღია!
ასევე გპირდებით სტრასბურგის სასამართლოს შემდგომ ჩავხედავთ თვალებში ყველა იმ პირს, ვინც კონფორმიზმის გამო ჩუმად ყოფნა ამჯობინა ამ 2 წლის განმავლობაში! გპირდებით ბევრი შეეწირება როგორც ერი ასევე ბერი! თავიანთი რეგალიებითურთ!!!" - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






