88 წლის ილიას აშარი და მისი 66 წლის მეუღლე ტალატ აშარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 10 წლის ყრუ-მუნჯი გოგონას წამებისთვის და მასზე ძალადობისთვის.
როგორც აღმოჩნდა, ბრიტანეთში მცხოვრებ პაკისტანური წარმოშობის წყვილს გოგონა ათი წლის განმავლობაში ბნელ სარდაფში ჰყავდა დამწყვდეული, მას აიძულებდნენ შეესრულებინა ყველანაირი ''სახლის სამუშაო'', მასზე ფიზიკური ძალადობის გარდა, სექსუალური ძალადობაც ხორციელდებოდა.
გოგონამ ჟესტების ენის მეშვეობით დეტლურად უამბო გამოძიებას, თუ როგორ ეძინა ბნელ სარდაფში ბეტონზე და როგორ ძალადობნენ ათი წლის განმავლობაში მასზე.
გოგონა ობოლია, იგი წყვილმა ათი წლის ასაკში პაკისტანიდან ჩამოიყვანა.მოხუცი წყვილი გოგონას სახელზე სოციალურ დახმარებასაც იღებდა. დაზარალებული 20 წლისაა, მას არასდროს უვლია სკოლაში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობაც შერყეულია.
მამაკაცს გაუპატიურებისა და ტრეფიკინგისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ქალს კი ტრეფიკინგის ბრალდებით 6-წლიანი.

მასალის გამოყენების პირობები






