"ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მონაწილეობა ერთობლივ წვრთნებში სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიაა" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:48, 01 Aug, 2018     695

,,თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში იმ სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან'', - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე სამხედროებს და სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2018" გახსნა.

როგორც საქრათველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სწავლებაში საქართველოსთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყანა მონაწილეობს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

,,დღეს ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი საერთო მიზნები მიმართულია, მშვიდობის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და მათი ყოფის დაცვისაკენ. უმნიშვნელოვანესია ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და თქვენი ქვეყნების სიძლიერეში.

ჩვენი მეგობრობა მიმართულია იქით, რომ დავიცვათ მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნების მდგრადობა, ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობა.

პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტია იმ სტაბილურობის და მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან.

დღეს ჩვენ ქართველ ჯარისკაცებს ზურგს უმაგრებს ის მრავალი გმირობა, რომლებიც თქვენმა თანამებრძოლებმა ბრძოლის ველზე ჩაიდინეს.

დღეს თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20% სრულიად უკანონოდ ოკუპირებულია ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, მაგრამ თქვენ დგახართ იმ მიწაზე და იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ამ ტეროტორიას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლაიანობას მშვიდობით აღიდგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ.

მივესალმები თქვენს ერთობას, ერთმანეთის გვერდით დგომას.

მივესალმები იმას, რომ თქვენ ამ დღეების განმავლობაში დახვეწავთ თქვენს საბრძოლო უნარებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საბრძოლო უნარი არასოდეს იყოს გამოყენებული რეალური ბრძოლის დროს, რომ არ დაიღვაროს არცერთი ჯარისკაცის სისხლი, მაგრამ ამის საწინდარია თქვენი პროფესიონალიზმი და სიძლიერე.

ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოს უწევთ.

ღმერთმა დალოცოს თქვენი ქვეყნები, საიდანაც ჩამობრძანდით და ღმერთმა დალოცოს საქართველო!''- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდება.

„ღირსეული პარტნიორი 2018" საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. ამჯერად, სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42