მისი განცხადებით, 2015 წლიდან, აშშ და საქართველო, ყოველწლიურად, ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ სწავლებას ახორციელებენ, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე 17 სწავლებათაგან ერთ-ერთია: „სწავლებათა ციკლი შავი ზღვის რეგიონის 7 ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება და მათში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 40,000 -მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველმა სამხედროებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა გერმანიასა და უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლება “DYNAMIC FRONT”, „COMBINED RESOLVE“ და „SEA BREEZE - ში, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში დაგეგმილ 4 საერთაშორისო სწავლებაში: “PLATINUM LION”; “PLATINUM EAGLE”; “RAPID TRIDENT”; “SABER JUNCTION”.“
„ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება, 15 აგვისტოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






