"ნარკომანია სატანიზმის მთავარი ნაწილია, ის ადამიანს ამზადებს ეშმაკთან ურთიერთობისთვის"- სამღვდელოება ერის განადგურების საფრთხეს ხედავს
პოლიტიკა - 13:35, 01 Aug, 2018     2934
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურნენ. დეკანოზი დავით ქვლივიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი:

„ნარკომანია არის სატანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. სატანის რიტუალის მთავარი ნაწილია. როგორც მარხვა და ლოცვა ამზადებს ადამიანს წმინდა ზიარებისთვის, ნარკოტიკი ადამიანს პირდაპირ ამზადებს ეშმაკთან ურთიერთობისთვის. ეს იწვევს ადამიანის როგორც სულიერ დეგრადირებას, ასევე ფიზიკურ განადგურებას. არამარტო პიროვნების, არამედ მთელი ერების.

ღვინო მაღაზიაში იყიდება, მაგრამ დალიე და დაჯექი საჭესთან - ჩამოგართმევენ მართვის უფლებას. აბა ნასვამმა ჩაიდინე დანაშაული, ორჯერ უფრო მძიმე დანაშაულია. ღვინო შემამსუბუქებელი კი არა დამამძიმებელი გარემოებაა. ასე უნდა გაკეთდეს ნარკოტიკზეც. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ადამიანს საჭესთან თუ დაიჭერ, აუცილებლად უნდა აუკრძალო მართვა, ასევე, არ შეიძლება სამხედრო პირი იყოს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. რამდენიმე მეფეა ვინც ამას აკეთებდა და ყველა იყო ან რჯულგადასული ან მის ხელში ქვეყანა გაუბედურებული იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული. ამით ფაქტობრივად ერის განადგურება მოხდება. როგორც სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე წითელ არმიას მოუძღოდნენ წინ, დაიპყრეს და გაანადგურეს, ესენი სულიერად ანადგურებენ.

როდესაც წინა ხელისუფლება დაუპირისპირდა ღმერთს და ვამბობდით, მიშა დაისჯება, გვეუბნებოდნენ - მამაო მიშას ვინ რას უზამსო. ჩვენ დღეს ვხედავთ ყოფილი პრეზიდენტი როგორ დარბის სახურავებზე. ხედავთ ხომ, რა დღეშია კაცი? უარესი დაემართებათ ამათ”, - აცხადებს დეკანოზი დავით ქვლივიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42