ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო
პოლიტიკა - 12:57, 01 Aug, 2018     587

1 აგვისტოდან თბილისში მოქმედ ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ და საკრებულომ ტაქსების სფეროს რეგულირების წესები მიიღეს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს ელექტრონულად შეუძლია ნებართვის მიღების პროცედურის გავლა.

„ამოქმედდა ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, იგი ნებისმიერ მსურველს სახლიდან გაუსვლელად რეგისტრაციისა და ნებართვის მიღების მარტივ და მოსახერხებელ პროცედურას სთავაზობს. ვებგვერდზე შესაბამისი საფეხურების გასავლელად საკმარისია პირადი მონაცემების, მართვის მოწმობისა და ავტომობილის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა. ნებართვის მიღება, ასევე, შესაძლებელია რაიონულ გამგეობებშიც, სადაც თბილისის მერიიდან გამოყოფილი თანამშრომლები ნებისმიერ მსურველს ვებგვერდზე რეგისტრაციისა და საბუთის მიღების პროცედურების გავლაში დაეხმარებიან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, დედაქალაქის მერიამ ნებართვის მისაღებად სიმბოლური თანხა დააწესა: ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის - 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის წახალისებისთვის, ელექტრომობილების მფლობელები ნებართვას უფასოდ მიიღებენ. ნებართვის მისაღებად 2-თვიანი ვადაა დაწესებული.

„მსურველებს საბუთის მიღება 1 ოქტომბის ჩათვლით შეეძლებათ. იგი ძალაში იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. საბუთი ნებართვის მფლობელმა უნდა ამობეჭდოს და ტაქსის სალონში თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას. ამავდროულად, მან ავტომობილის ძარაზე უნდა განათავსოს ყვითელი ტაქსის ნიშანი. 1 ოქტომბრიდან საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით საპატრულო პოლიციისა ან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ“, - განაცხადა მაია ბიძაძემ.

მისი თქმით, მიღებული რეგულაციები ტაქსით მომსახურების სფეროს დახვეწისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და იგი თბილისის ტაქსებში მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული სერვისის სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

„ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიეწოდა საზოგადოებას, თუმცა დეტალები ოქტომბერში გახდება ცნობილი. სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება, ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალურ მხარეს - ფერს, გარდა ამისა, განისაზღვრება დამატებითი რეგულაციები მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსების მიმართ“, - განმარტა თბილისის მერის მოადგილემ.

მაია ბითაძის თქმით, მსჯელობა ტაქსების სფეროში მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობა, მათ შორის ტაქსების სერვისში ჩართული კერძო პირები და კომპანიები თბილისის მერიის მხრიდან ინფორმირებულნი იყვნენ. რეგულირების პროცესში მონაწილეობდა როგორც თბილისის მერია, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. მუნიციპალიტეტს, ასევე, დაეხმარნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42