პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობასა და მკვლელების დაფარვაში დამნაშავე პირთა სიის შექმნა. რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გამოიყენოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და სანქცია ამ ხალხის წინააღმდეგ.
ზოგადად, როგორ შეაფასებდით ამ რეზოლიციას, დადებითად თუ უარყოფითად?
დადებითად - 59%, უარყოფითად - 5%, არ ვიცი - 35%, უარი პასუხზე - 2%.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






