საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ალტერნატივა არ ჰყავს და ის არის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
“მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პირველად მოხდა სრულიად სხვადასხვა ხალხის გაერთიანება, ეს არ არის მხოლოდ ფორმალური გაერთიანება, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადრე ერთმანეთს არ ესალმებოდნენ, დაპირისპირებულები იყვნენ, მაგრამ სრული ერთობა იპოვეს და ეს უკვე არის გამარჯვება, ეს გვაბრუნებს მოვლენებთან რამაც მიგვიყვანა ვარდების რევოლუციამდე, გავაერთიანეთ ყველა მაშინ და ეს იყო საწინდარი იმისა, რომ გავიმარჯვეთ, მთავარი რის გამოც მოხდება გრგოლ ვაშაძის გამარჯვება არის ის, რომ ქართველ ხალხს ამოუვიდა ყელში დაპირებები და ხედავენ, რომ ქვეყანა თავზე ენგრევათ, ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ, გრიგოლ ვაშაძეს ჩემი აზრით ალტერნატივა არ ჰყავს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






