„რამდენიმე დღის წინ, დუშეთში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბისთვის დასაქირავებლად შევარჩიეთ ფართი ქალაქის ცენტრში, ამ შენობის მეორე სართულზე. დღეს უკვე მზა ხელშეკრულება მიგვქონდა ხელმოსაწერად, როდესაც ფართის მესაკუთრემ დაგვირეკა ბოდიშების მოხდით, რომ აღნიშნული ფართი "ქართულმა ოცნებამ" დაიქირავა, ასევე ვითომ საარჩევნო შტაბისთვის:-) , ამ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე.
არადა "ქართულ ოცნებას" ქალაქის ცენტრში, ამ შენობიდან 100 მეტრში, უზარმაზარი პარტიული ოფისი აქვს ისედაც
რომ კითხო კანდიდატი არ ჰყავთ. ვისთვის ქირაობენ ფართს, "დამოუკიდებელი" სალომე ზურაბიშვილისთვის ხომ არა?
ფაქტია, ეს ფართი ჩვენს ჯიბრზე იქირავეს, მაგრამ რამდენი ჩვენ ფართს შევარჩევთ, იმდენს იქირავებენ ?
კარგია, ხალხი უფასო ფულს თუ არა, ქირას მაინც აიღებს მათგან:-)“ - წერს ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.
მასალის გამოყენების პირობები






