დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა:
„შევხვდი გიორგი მარგველაშვილს. სასარგებლო შეხვედრა იყო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ვერთვები. მიხილავთ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, მას ამომრცეველი ოქტომბრის არჩევნებში ბიულეტენში იხილავს:
„ჩემი და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა ასეთი შეთანხმებით, რომ მე ვაგრძელებ საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში მონაწილეობას. ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო და სხვა არავის გადაწყვეტილებაზე აღარ არის დამოკიდებული. მე ქართველი ამომრჩეველი ოქტომბერში საარჩევნო ბიულეტენში მიხილავს. ჩვენი შეჯერებული პოზიციის მეორე ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






