პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, კონკრეტულად კი 21 წლამდე ასაკის ადამიანს.
„მიუხედავად იმისა, ვინ რას ბრძანებს, რეალურად, ფორმალურად, მარიხუანა რჩება აკრძალული, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გამოგვაცალა ბერკეტი კანონის აღსრულებისთვის.
სასამართლოს სჯობდა ემსჯელა სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე მარიხუანას გარდა და არა მარიხუანას ასეთ გადაწყვეტილებაზე, რომელის საკანონმდებლო ბერკეტებს გვართმევს, რომ ვარეგულიროთ ამ ნარკოტიკის მოხმარება ქვეყნაში.ის რომ მარიხუანა ნარკოტიკია ყველას ავიწყდება.
მაქსიმალური შეზღუდვები და აკრძალვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში. მომხრე ვიქნები,რომ ეს გავრცელდეს 21 წლამდე, როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია,“- აცხადებს აკაკი ზოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






