გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ოპოზიციის ლიდერებთან ერთად კახეთის რეგიონში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ისინი, ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლელ ცოდნისკარსა და ბაისუბანში მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, ძირითადი პრობლემა სოციალური საკითხები, უმუშევრობა, გაზიფიცირება და ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობაა.
„ანაკლიიდან წითელ ხიდამდე ერთი და იგივე პრობლემები არის, სამეგრელოდან კახეთამდე ისმის ყველგან, სადაც გავჩერდით, დაგვცინიან, ხელისუფლებას აღიქვამენ, ბრჭყალებში რა თქმა უნდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ, ეს ხელისუფლება არ არის, როგორც რაღაც ბიუროკრატიულ ბანდას, რომელიც უბრალოდ ხალხს დასცინის, ან ჩვენ დავამთავრებთ ამ კორუფციას და ხალხის ხარჯზე ლაღად ცხოვრებას, ან ისინი დაამთავრებენ ქართველ ერს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






