საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აკრიტიკებს:
„გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული და ნარკოტიკის ეს სახეობა გამოაცხადა სრულიად ლეგალიზებულად, მოაქცია ის სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პროცესში, რითაც ივანიშვილების ოჯახი გადაიქცა რეგიონში უდიდესი ნარკომილიარდების მფლობელად,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი.
„ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, გაუქმებული და ის შეუერთდება საერთო იურისდიქციის სასამართლოებს, როგორც ეს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






