გივი თარგამაძე: ბურჯანაძეზე "პრო"-საც არ ვიტყოდი - გამყიდველურ ხმებზე მუშაობს
პოზიცია - 18:11, 24 Aug, 2013     2379


თარგამაძე თვლის, რომ ნინო ბურჯანაძემ თავისი პოლიტიკური კურსი დიდი ხნის წინ აირჩია და საზოგადოებისთვის მისი პრორუსული განცხადებები გასაკვირი აღარ უნდა იყოს:

 

- ბატონო გივი, დღეს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს პრორუსულობის და სასწორზე თუ დაიდო ნატო და ტერიტორიული მთლიანობა, უარი უნდა ვთქვათ ნატოზე, რაზე მიუთითებს ბურჯანაძის მსგავსი განცხადებები?

 


- ნინო ბურჯანაძე იმდენად გაცვეთილი ფრაზებით საუბრობს, რომ არ მგონია ვინმეს ინტერესი გამოიწვიოს მისმა განცხადებებმა, ეს ძალიან დიდი ხნის წინ არის დადასტურებული, რომ ტერიტორიების დაბრუნება პრორუსულობასთან არავითარ კავშირში არ არის, ეს ყველამ ვნახეთ, ამიტომ, ამას არავინ არ ჭამს! რაც შეეხება მის არჩევანს, მისი არჩევანი დიდიხანია ცნობილია, მას რომ შეეძლოს, ყოველგვარი საკითხის დაყენების გარეშე, ახლავე იტყოდა მთელი საქართველოს ნაცვლად უარს ნატოზე, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და მას რომ არ სრცხვენია პრორუსულობის, "პრო"-საც არ ვიტყოდი, უბრალოდ რუსულობის, ესეც ძალიან დიდიხანია ცნობილია, აქედან გამომდინარე, არაფერს ახალს არ ამბობს, ალბათ ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ, კრისტალიზებულ, გამყიდველურ ხმებზე მუშაობს, ანუ იმაზე, ვისაც სურს რუსეთში ცხოვრება და არა საქართველოში და სწორედ ამიტომ, არაფერი არ არის ახალი მის განცხადებებში.

 

- დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მასობრივ ჩხრეკასა და გაჩერებებზე. ამ განცხადებას შსს-მ უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება ვაკე-საბუთალოს ავტომაგისტრალზე დაკავებული პირის გამო განხორციელდა...

 


- მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში, სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდ დიღომში, საბურთალოს ქუჩაზე, ცირკის მიდამოებში და პრაქტიკულად ქალაქის ყველა რაიონში, სტაციონალური პიკეტების არსებობას, ჩხრეკა რომელიც გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი რამ გამოიწვია, ამ კონკრეტულმა შემთხვევეამ ვაკე-საბურთალოს გზაზე? მე ვფიქრობ ძალიან თავხედური პასუხია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. გამომდინარე იქიდან, როდესაც მთელი ქალაქი უყურებდა ამ ყველაფერს მთელი ღამის განმავლობაში, ერთი ასეთი აგდებული პასუხით საზოგადოების ინტერესს ვერ დააკმაყოფილებენ.

 

- რაც შეეხება ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებას, დღეს ნაბაკევთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან 27 ქართველი დააკავეს . შსს კი აღნიშნავს, რომ ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინეს...

 


- რასაკვირველია, უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას და ეს უნდა იყოს ძალიან აქტიური თხოვნა, ასევე უნდა იყოს ძალიან აქტიური დიპლომატია, ზოგადი ფონი, ვოლსკიმაც განაცხადა, რომ არ არის საჭირო საფრანგეთში აფხაზეთის შესაძლო წარმომადგენლების გაგზავნასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის ატეხვა, რა თქმა უნდა სწორედ აჟიოტაჟის აწევა არის საჭირო იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ საკითხს, ასეთი რაღაცები არ ხდებოდა, როდესაც დიპლომატია მუშაობდა ბოლომდე დატვირთულად, ახლა ხდება, ეს კი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ჩამწყნარებლური და არააქტიური პოზიცია უხსნის გზას სეპარატისტებს, ამიტომ, რა თქმა უნდა საჭიროა მაქსიმალური დიპლომატიური აჟიოტაჟიც და მუშაობაც.

 

- უკანასკნელი დღეების განმავლობაში ლეონიდ თიბილოვისა და ედუარდ კოკოითის მხრიდან საკმაოდ მძაფრი განცხადებები გაკეთდა საქართველოსთან დკავშირებით, როგორ შეაფასებდით მათ დამოკიდებულებას?

 


- ეს არის „ურთიერთობის დათბობის მცდელობის“ შედეგი, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იქამდე, რომ მათ ელაპარაკებიან თიბილოვებისა და ასეთი არარსებული პოლიტიკური ფიგურების პირით, ყველამ კარგად იცის, რომ თიბილოვი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს არც რუსეთში და არც ოსეთში, ამიტომ მე პირადად მათი მოსაზრებები საერთოდ არ მაინტერესებს, ხელისუფლებას თუ აქვს სურვილი, უნდა ესაუბროს რუსეთის ხელისუფლებას და არა მათ მარიონეტებს.

 

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42