შეკტონმა ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად შეისწავლა 43 ოჯახისა და 10-10 ჰეტერო და ჰომოსექსუალურ წყვეილებს შორის ურთიერთობები, რომლებმაც ერთად 10 წელზე მეტი გაატარეს. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიდხანს ის ურთიერთობები გრძელდება, რომელიც დამყარებულია მეგობრობაზე, პატივისცემაზე, საერთო ინეტრესებსა და რეალისტურ მოლოდინებზე.
იურისტის აზრით, თუ პარტნიორები ურთიერთობის საწყის სტადიაზე ერთმანეთს მთელ რიგ მნიშვნელოვან კითხვას დაუსვამენ, შემდეგ მათი თანაცხოივრება უფრო იოლი და მშვიდი იქნება. მან ათი ასეთი მნიშვნელოვანი კითხვა გამოყო.
10 კითხვა, რომელიც ბედნიერ ქორწინებას განაპირობებს:
1. ვეწყობით თუ არა ერთმანეთს? კვლევამ აჩვენა, რომ ბედნიერ წყვილთა უმრავლესობამ ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და ინტიმური ურთიერთობები შენდეგ დრომ მოიტანა. ასე რომ მნიშვნელოვანია, ეწყობიან თუ არა პარტნიორები ერთმანეთს, როგორც წყვილები.
2. რამდენად მყარია ჩვენი მეგობრობა? ექსპერტები აცხადებენ, რომ მეგობრული ურთიერთობები დაეხმარება წყვილს გადალახოს ისეთი მძიმე პერიოდები, როგორიცაა ახლობელი ადამიანების დაკარგვა, ღალატი და აშ. გაყრის საფუძველი ნეგობრობის არქონაა, აცხადებენ ისინი.
3. გვინდა თუ არა ერთი და იგივე რამ? მყარ წყვილებს, როგორც წესი ერთნაირი ცხოვრებისეული პრინციპები, იმედები და ოცნებები აქვთ.
4. რას ველით ურთიერთობებისგან? ხშირად გაყრის მიზეზი ის არის, რომ წყვილს აბსოლუტურად არარეალისტური მოლოდინები აქვთ ურთიერთობებისგან, ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ოჯახი - მძიმე სამუშაოა და მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
5. ვხედავთ თუ არა ერთმანეთში მხოლოდ დადებითს? ურთიერთობებში დიდ როლს თამაშობს ურთიერთგაგება და თანაგრძობა. ეს ერთბაშად არ მოდის. პარტნიორებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ერთმანეთის დადებით თვისებებზე და უფრო მიმტევებლები უნდა იყვნენ ნაკლის მიმართ.
6. მუშაობთ თუ არა რომ ურთიერთობები არ მოკვდეს? კარგი ურთიერთობები, როგორც წესი, ემყარება იმ ფაქტს, რომ პარტნიორები დიდ ყურადღებას აქცევენ ერთმანეთის მოთხოვნილებებს, აკეთბენ იმას, რასაც მათი პარტნიორი აფასებს.
7. შეძლებთ თუ არა, რომ თავისუფლად განიხილოთ ის საკითხები, რაც გაწუხებთ? ყოველთვის გამონახეთ დრო, რომ განიხილოთ პარტნიორთან მისი გასული დღე, ან რაიმე მნიშვნელოვანი საგანი. თუ თქვენ ამას თავისუფლად ახერხებთ, უფრო დაახლოვდებით ერთმანეთთან.
9. გადალახავთ ცხოვრებისეულ სიძნელეებს მხარდამხარ? თუ მეუღლეები ახერხებენ ცხოვრებისეული პრობლემები - ახლობლების სიკვდილი, ფინანსური სირთულეები და სხვა უფრო მყარ ოჯახს ქმნიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბავშვების გაჩენისა და აღზრდის საკითხებში ისინი ერთნაირ პოზიციასა და მიდგომებს იზიარებენ.
10. არიან თუ არა თქვენს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ? აუცილებელია, რომ თქვენი პარტნიორი შეიყვაროს იმ ადამიანებმა, ვისთანაც ამ დრომდე გაატარეთ ცხოვრება - მშობლებმა, და-ძმამ, მეგობრებმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალისთვის, რომლებიც ასე დამოკიდებული არიან დედების, დებისა და დაქალების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე.
მასალის გამოყენების პირობები






