„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს არჩევნების თარიღი დროულად გამოაცხადოს, რადგან ამ საკიტხის გაჭიანურება „ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს“:
„დღეს არჩევნების თარიღის გაჭიანურება, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილისამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი და არ იყოს ის დამოკიდებული იმაზე, თუ თავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დააყენებს თუ არა კანდიდატურას ან რას ურჩევს მას ქართული ოცნება, რომ მიეცეს ყველას, ნორმალურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, განსაკუთრებითი კი ოპოზიციას,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველი პარტიაში განხეთქილებაა, რასაც მოწმობს ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.
„დღეს ქართული ოცნება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, იმიტომ, რომ დღემდე ვერ გადაწყვიტა ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით ქართულ ოცნებაში არის სერიოზული განხეთქილება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






