განცხადებისმიხედვით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა და პოლიტიკურ მოტივი გამორიცხულია.
"პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადიგენში ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.
პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან"- აცხადებენ პარტიაში.
საპირისპიროს ამტკიცებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ შაინიძე, რომელიც ხელკეტებით და ჯოხებით არის ნაცემი.
დეპუტატის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ადრეც მომხდარა.
„სიმართლე არ უნდა დაიკარგოს. ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ყველა არის დაკავშირებული მაგ პრობლემებთან, რადგან ჩვენ არ ვართ „ქართული ოცნების“ წევრები. თუ ამას დროულად არ მიექცევა ყურადღება და არ გამოსწორდება მდგომარეობა, არავინ არის დაზღვეული, რომ შეეწიროს ამ დაპირისპირებას,“-განაცხადა ზურაბ შანიძემ.
გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. კონფლიქტში მონაწილე მხარეები პოლიციამ უკვე გამოკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






