ყოფილმა ეპისკოპოსმა პატრიარქზე თავდასხმა სცადა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სინოდი
მსოფლიო - 19:42, 28 Jul, 2018     2457
ყოფილმა ეპისკოპოსმა უკრაინის პატრიარქზე თავდასხმა სცადა. შემთხვევა 25 მაისს მოხდა, თუმცა ინფორმაცია უკრაინის სინოდმა 27 ივლისს გაავრცელა.


ჩერნიგოვის და ნეჟინსკის ეპარქიის ყოფილი ეპისკოპოსი სევასტიანი (საერო სახელით მიხაილ ვოზნიაკი) პატრიარქ ფილარეტის რეზიდენციაში, შვილთან ერთად იმ დროს მივიდა, როდესაც მიღების საათები დასრულებული იყო. შენობაში მათი შესვლის დროს დერეფანში გამოვიდა სახლმმართველი, მონაზონი ვარვარა, რომელსაც ყოფილმა ეპისკოპოსმა სახეში ცრემლსადენი გაზი შეასხა და დაუყოვნებლივ დატოვა დანაშაულის ადგილი.

დაკავებისას სევასტიანმა დანაშაული აღიარა და თავისი ქმედება პატრიარქთან შეხვედრის სურვილით ახსნა.

უკრაინის საპატრიარქოს სინოდმა სევასტიანის ქმედება განიხილა, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის წარმომადგენელზე თავდასხმა და მას სამღვდელო ხარისხი და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა უფლება ჩამოართვა. სინოდის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ ცრემლსადენი გაზი პატრიარქ ფილარეტზეც მოახდენდა ზემოქმედებას, მაშინ შედეგები, მისი ასაკის გათვალისწინებით ძალიან მძიმე, სასიკვდილო იქნებოდა.

მეუფე სევასტიანი ეპარქიის მმართველობიდან 2008 წელს საკუთარი თხოვნით გაათავისუფლეს. ის წავიდა ეპარქიიდან, დაქორწინდა, შვილები შეეძინა და ბოლო დროს მუდმივად კიევში ცხოვრობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42