გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები ფოთის მოსახლეობას შეხვდნენ
პოლიტიკა - 13:28, 28 Jul, 2018     968

გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამჯერად ქალაქ ფოთის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივების თქმით, ძირითადი პრობლემა სოციალური სიდუხჭირე და ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობაა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიის სახელმწიფო ხალხისათვის ლიდერის ნიკა მაჭუტაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის მთავარი მიზანია, რომ ქართული სახელმწიფო დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და სწორედ ესაა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო პოსტისათვის ბრძოლის მთავარი მიზანიც:

“ვმართავთ შეხვედრებს ჩვენს ძალიან მოტივირებულ თანამოქალაქეებთან, რომელთა მიზანი და დაუძლეველი სურვილი არის ის, რომ ივანიშვილს გამოსტაცოს ქართული სახელმწიფო და დაუბრუნოს ქართველ ხალხს. ეს არის ჩვენი ერთობის, ჩვენი კამპანიის და ამ საპრეზიდენტო პოსტისათვის ბრძოლის მთავარი მიზანი“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციისგან ითხოვენ ცვლილებებს, გამარჯვებას და ამ გამარჯვების დაცვას:

„ეს არის ის დუხჭირი ცხოვრება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს თავს დაატყდა ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. ეს ადამიანები ითხოვენ დროულად ცვლილებებს, ეს ადამიანეი ჩვენგან პირდაპირ ითხოვენ გამარჯვებას და ამ გამარჯვების მხარდაჭერას და დაცვას. მე მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, ამ ხალხთან ერთად ეს არჩევანი დაცული იქნება.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ცვლილებებისა და გამარჯვებითვის ბრძოლა უკვე დაწყებულია:

„შეკითხვას როდის ვიმოქმედებთ, როდის გავიმარჯვებთ, როდის გადავაყენებთ ამ ე.წ ხელისუფლებას და როდის მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლებაც პარლამენტიც და მთავრობაც იყოს რიგითი მოქალაქის დამცველი, ამაზე პასუხი გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს ერთი - ეს გზა, ეს გამარჯვება უკვე დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებით“- განაცხადა გრიგილ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42