„პირველად მომინდა ჩემი ამბის მოყოლა“ - დემნა გვასალიას პირველი ინტერვიუ ქართველ ჟურნალისტებთან
შოუ ბიზნესი - 20:53, 27 Jul, 2018     3123
„რადიო თავისუფლება“ გავლენიან ქართველ დიზაინერთან ინტერვიუს აქვეყნებს. დემნა გვასალიასთან ინტერვიუ გოგი გვახარიამ და ნიკო ნერგაძემ ჩაწერეს.


გვასალიასთან ინტერვიუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მის ბოლო კოლექციაა, რომელიც საქართველოს უახლეს წარსულს მიეძღვნა:

„ბოლო ჩვენება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ ყველაფერს ისე მივუდექი, თითქოს კინოს ვიღებდი და არა ჩვენებას ვდგამდი, სადაც, ხომ იცით, ბევრ სხვადასხვა ლამაზ ტანსაცმელს გაამზადებ და მერე კოლექციას შეაგროვებ და შემდეგ ფეშენ შოუს დადგამ. აქამდე ასე ვაკეთებდი. ახლა კი, პირველად მომინდა ჩემი ამბის მოყოლა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უფრო პირადი იქნებოდა.ყველა სილუეტი, პირველი ლუქიდან დაწყებული, ბოლო ლუქით დამთავრებული, იყო პერსონაჟი, რომელიც ჩემთვის ვიღაც კონკრეტულს წარმოადგენდა. ამ ყველაფერზე ისე ვიმუშავე, როგორც, ჩემი აზრით, რეჟისორები მუშაობენ ხოლმე მსახიობებთან. ჯერ კიდევ სამი თვის წინ უკვე ზუსტად ვიცოდით, თუ ვის უნდა წარედგინა პირველი ლუქი, ვის - მეორე და ასე შემდეგ... არადა, როგორც წესი, ჩვენებებს ასე არავინ დგამს. ეს ჩემთვის საინტერესო ექსპერიმენტი იყო - დავბრუნებულიყავი წარსულში და მენახა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი მოდის ენაზე გადათარგმნა. საბოლოოდ ხომ მაინც მთავარი მოდაა - Vetements სწორედ მოდას წარმოადგენს და ტანსაცმლის კეთებას. თუმცა ამჯერად ეს ჩემს პირადთან, წარსულთან შევახამე. ამას ვხედავ ასევე, როგორც ერთგვარ თვითანალიზს, თვითგანკურნების ნაწილს... ეს ჩემი თავის წარდგენაა, როგორც ქართველის, რადგან ყოველთვის მიჭირდა ამეხსნა, საიდან ვარ. ან საერთოდ არ იცოდნენ, რაზე ვლაპარაკობდი, ან ამერიკელი ვეგონე. აქამდე არასოდეს შემძლებია ჩემი იდენტობის წინ წამოწევა. მე მგონი, პირველად ახლა იყო, რომ ის „მაგიდაზე იდო“, ყველას დასანახად... არა, ეს არ ყოფილა „ჩემი ტრავმის კომერციალიზაცია“. სინამდვილეში, ეს ჩემი ტრავმის მიღება იყო და მისი შემოქმედებად გადაქცევა. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ყველაზე მნიშნელოვანი, რასაც ხალხი ვერც ამჩნევს. ტრავმა შემოქმედებად გადაიქცა და რაღაც ახალი შეიქმნა. ესაა ყველაზე საოცარი რამ, რისი გაკეთებაც შემოქმედებით ადამიანს შეუძლია.“- აცხადებს დემნა გვასალია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ რადიო თავისუფლებაზე

დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიული დირეტორია. 2009 წელს კი დემნა გვასალიამ და მისმა ძმამ, გურამ გვასალიამ ციურიხში VETEMENTS-ი დაარსეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42