ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა
პოლიტიკა - 19:57, 27 Jul, 2018     1065

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს სახლში ესტუმრა, 80 წლის იუბილე მიულოცა და ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სიგელით დააჯილდოვა.

რამინ აფაქიძეს იუბილე მიულოცა და საქართველოს მხატვართა კავშირის სიგელი გადასცა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ.

იუბილის მისალოცად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები იმყოფებოდნენ.

ლენინგრადის პედაგოგიური უნივერსიტეტის, გრაფიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ბატონი რამინი ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია თბილისში აგრძელებს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბატონი რამინი არის სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი, აფხაზეთის დამსახურებული მხატვარი, „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ (1997) პრემიის ლაურეატი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმისა და თბილისის სურათების ეროვნულ გალერეებში, საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42