„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშრებით მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის კანდიდატზე დამოკიდებული არ იქნება და მისი გადაწყვეტილება პირველ აგვისტოს გამოცხადდება. უსუფაშვილის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, რასეც ორი კვირაა გიორგი მარგველაშვილტან საუბრობს.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის კანდიდატზე არ იქნება დამოკიდებული. „ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდება 1-ელ აგვისტოს, დამოკიდებული იქნება იმ პროცესზე, რაზეც ორი კვირაა მარგველაშვილთან მაქვს საუბარი. სუპერ ჭკვიანური აზრები იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს უნდოდა უსუფაშვილის მხარდაჭერა და მე რომ მარგველაშვილს მივმართე, ვიჩქარე და ეს შანსი დავკარგე, აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებაა. თუ ივანიშვილმა ჩემი მხარდაჭერა მარგველაშვილთან ჩემი მიმართვის გამო გადაიფიქრა, ე.ი. ყველაზე სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადამიდგამს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






