„გადაწყვეტილება ბოლომდე არ მაქვს მიღებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ, თუ დავინახე, რომ ისევ სალომე ზურაბიშილისთვის გაამზადებენ ტახტს და სალომე ზურაბიშილი შევა დაფდაფებით და ვითომ ოცნების კანდიდატი რომ არიქნება... ასეთ დროს მე აუცილებლად დავუპირისპირდები, რომ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ყურმოჭრილი ყმა არ მოკალათდეს. მთაწმინდაზე პირდაპირ ეხმარებოდა სალომე ზურაბიშილ სუსიც და ოცნებაც რომ გასულიყო“ - განაცხადა ელისაშვიმა ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, არჩევნებს სხვა ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიგებს. ,,პრეზიდენტი უნდა იყოს სახალხო შემომლაწუნებელი ,,ქართული ოცნების“ და ხელისუფლების“ - ამბობს ელისაშვილი.
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენოს.
“ესაა ბოლო არჩევნები, როცა ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს პრეზიდენტს. შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ”- აცხადებს ელისაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






