"კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ ხალხს სამარშრუტო ტაქსში!"- ხაბეიშვილი უმრავლესობას
პოლიტიკა - 16:43, 27 Jul, 2018     1114
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს უმრავლესობა გააკრიტიკა და მიმართა: "კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ ხალხს სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ!".
ხაბეიშვილი დედაქალაქის მთავრობას თანხების არამიზობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა.
„საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადეთ, რომ იმისათვის, რომ თბილისელებს ზაფხულის პერიოდში კომფორტი შეუქმნათ, კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს. ამ ზაფხულში ათიათასობით მოქალაქე, რომელიც სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდება, დაიხრჩო ეს ხალხი, კონდიციონერს არ ურთავთ მთელი ზაფხულია! აგვისტოს თვე მაინც უზრუნველყავით. ასე თუ ზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე, კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ენმ-ს ლიდერის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვატო შაქარიშვილი გამოეხმაურა.
"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა. "შტაბ კვარწირიდან" მიიღეს დავალება, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ პოპულიზმში, სიცრუესა და დესტრუქციაში. ეს ამბავი თქვენს კანდიდატს ნამდვილად არ წაადგება. რაც შეეხება განცხადებას ტაშ-ფანდურთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, ამას საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ. ტაშ-ფანდური მოიკითხეთ თქვენს ღონისძიებებში და თქვენს პარტიაში", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

თბილისის საკრებულოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები პირველ საკითხად საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42