მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. აღნიშნული კვლევა ეფუძნება ლოგისტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ შევსებულ კითხვარებს. შეფასება 5 ბალიან შკალაზე (1 ქულა არის ძალიან ცუდი, ხოლო 5 ქულა - ძალიან კარგი) ექვსი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით ხდება:
1. საბაჟო პროცედურებისა და საზღვრის მართვის ეფექტურობა;
2. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
3. კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების შესაძლებლობა;
4. ლოგისტიკური მომსახურებების შესაძლებლობები და ხარისხი;
5. ტვირთის თრექინგის შესაძლებლობა;
6. ტვირთის განრიგის მიხედვით დანიშნულების ადგილამდე დროულად მიწოდება;
2018 წლის ლოგისტიკის ინდექსი ემყარება მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის თებერვლის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებს, კერძოდ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებიდან მთლიანობაში 108 ქვეყანაში 869 რესპოდენტი გამოიკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






