ხაიშსა და ჭუბერში მშვიდი ვითარებაა. ცენტრალური გზა გახსნილია და გადაადგილებაუკვე შესაძლებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა გადაუჭრელი დარჩა. ამ დროისთვის ორივე სოფელში არსებული ყველა სახერხი დალუქულია.
მათი თქმით, სახერხები გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დალუქა.
მათი თქმით, ხე-ტყის ბიზნესი ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სწორედ ამას უკავშირდებოდა გუშინდელი პროტესტი.
„სამუშაოს ვითხოვთ არავინ ითხოვს ხე ტყეს. ალტერნატივა უნდა მოინახოს, ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო. თუ ამბობენ ტურიზმს, მესტიაში მიდის ტურისტი და აქ არავინ ჩერდება. გაუსაძლის მდგომაროებაში ვართ“-ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივები ერთ კვირაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან შემდგარ კომისია ელიან, რათა ხე-ტყის უკანონო ჭრის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულ საკითხებზე შეჯერდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






