„კალაძემ სიტუაცია განმუხტა“ - ივანიშვილ-კვირიკაშვილის დაპირისპირების უცნობი დეტალები
პოზიცია - 12:13, 27 Jul, 2018     5410
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული ისნის რაიონის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე, დაახლოებით, ერთი თის წინ გამართული უმრავლესობის დახურული სხდომის ახალ დეტალებს იხსენებს. შეგახსენებთ: ამ შეხვედრაზე ყოფილი პრემიერები - ბიძინა ივანიშილი და გიორგი კვირკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.


„ის შეხვედრა კვირიკაშვილს, ვფიქრობ, არ უნდა მოეწყო. ის ჩვენთვის, ყველასთვის შერაცხმყოფელი იყო. თვითონ იყო ინიციატორი. ჯერ ერთი როდესაც ინიშნებოდა, უმრავლესობა არ შეკრებილა და არ შეუთანხმებიათ, ეს ერთი-ერთზე გადაწყდა, ასეთ დროს, როდესაც რაღაცა ირღვევა, იქ ერთი-ერთზე უნდა მოგვარდე. როდესაც უმრავლესობის სხდომაზე გამოვიდა. ახლა რომ იძახიან, ვიღაცამ რაღაცა ხმა ამოიღო… არ ვიცი იქ სამი მინისტრი გამოვიდა, ლევან კობერიძე ადგა ერთადერთი კაცი, საშა (ალექსანდრე) ერქვანია ადგა, რომლებმაც დაიცვეს კვირიკაშვილი. კალაძემ უბრალოდ სიტუაცია განმუხტა, საკმაოდ დიპლომატიურად მოიქცა, „ქართულმა ოცნებამ“ თუ ვინმეს რამე უნდა დაუფასოს დღეს რომ დუღილი არ არის, ეს არის კალაძის დამსახურება, იმ მომენტში ყველას მისცა გამოსავალი. ისევე როგორც მეორე დღეს ჩემთვის სასიამოვნო კი არ იყო იმის თქმა, მაგრამ იქ პირობა იყო, რომ გუნდმა მითხრას წავიდესო. ესენი მაშინაც კი დუმდნენ,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ჭიჭინაძე „ოცნების“ „ტროიკის“ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. როგორც დეპუტატმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, მისი გარიცხვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს წინაშე გაასაჩივრებს.

„პოლიტსაბჭოზე გამოჩნდება ყველას პოზიცია. ეს პროცედურა ასე არ არის, რომ ხუთმა კაცმა რაღაც გადაწყვიტა და მეექვსემ გახმოვანება მოინდომა - „ქართული დემოკრატიის“ ახალმა მამამ ზაქარია ქუცნაშვილმა და კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა... პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, როდის შეიკრიბებიან და განიხილავენ ამ საკითხს. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იქ ისედაც ვრჩები“, - ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ ის უმრავლესობის წევრად რჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42