როგორც ალექსანდრე ცერცვაძის მეზობლები აცხადებენ, ოჯახში მიცვალებულია, ჭირისუფლები კი ამ დრომდე დაკავებულები არიან.
გარდაცვლილს ჭირისუფლობას სწორედ ისინი უწევენ. ოჯახის ახლობლებმა "საჯარიმო" თანხა უკვე გადაიხადეს, თუმცა მათი გათავისუფლება ამ დრომდე არ განხორციელებულა.
რუსმა სამხედროებმა სოფელ ზეღდულეთიდან ცოლ-ქმარი გუშინ გაიტაცეს. მათ თან მცირეწლოვანი ბავშვი ახლდათ, თუმცა, რუსმა სამხედროებმა ბავშვი არ დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ რუსი სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. ღარიბაშვილის თქმით, საქმეში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი და საქართველოს გატაცებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






