ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ , ნიკოს ტოსკასმა ისაუბრა. მისი თქმით, ვარაუდს მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ამყარებს. ტოსკასის ინფორმაციით, გამოძების მიმდინარეობ ისას, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ანალიზისას დადგინდა, რომ ათენიდან დასავლეთით, ერთი გზის გასწვრივ მოკლე დროში ერთდროულად რამდნიმე კერა გაჩნდა.
ამ დროისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძარს 81 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს, რის გამოც მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობენ. მედიის ცნობით, დაკარგულები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც. დაშავებულია 200-მდე ადამიანი.
ამ დროისთვის ხანძრის თითქმის ყველა კერა ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ხანძარმა საბავშვო ბანაკი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია 16 ბავშვის დაღუპვის შესახებ.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 ცხედარი იპოვეს ზღვისპირა სოფელ მატიში მდებარე ერთ-ერთ ვილაში, ეს სოფელი სტიქიის ეპიცენტრში მდებარეობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომლის გავრცელებასაც ქარმა შეუწყო ხელი.
საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად ევროკავშირს მიმართა. მათ უკვე იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლებამ უპასუხა.დახმარება შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებამაც.
მასალის გამოყენების პირობები






