პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:25, 27 Jul, 2018     1441
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი, რომელიც თიბისის ინიციატივით წელს პირველად ტარდება, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.


უკვე ცნობილია პროექტის ფინალისტების ვინაობა. ისინი კონკურსის ჟიურის წევრებმა მას შემდეგ გამოავლინეს, რაც გუნდებმა საკუთარი აპლიკაციის სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა წარადგინეს.

დაჯავშნის სისტემის, დოკუმენტების შაბლონებისა და ინვოისების მართვა, შესყიდვების პროცესის ავტომატიზება, ბაზრის კვლევისა და მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა - ეს იმ პროგრამული გადაწყვეტების ნაწილია, რა მიმართულებებითაც გუნდებმა აპლიკაციები შექმნეს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები პროტოტიპზე მუშაობას თვენახევრის განმავლობაში გააგრძელებენ, კონკურსის გამარჯვებულები კი ოქტომბერში გამოვლინდებიან.

„ კონკურსის მიმართ ინტერესმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. 80-მდე განაცხადი შემოვიდა, თითქმის ყველა აპლიკაციაში ჩანდა, რომ მონაწილეებმა კარგად გაიგეს კონკურსის არსი. იდეების უმრავლესობა სხვადასხვა ბიზნესპროცესის გამარტივებას ემსახურება და ხშირად ისეთსაც, რაზეც აქამდე არც კი გვიფიქრია. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო, ჟიურის წევრები 2 დღის განმავლობაში უსმენდნენ მონაწილეებს, რის შემდეგაც ფინალისტები გამოვლინდნენ", - თაკო ჯაფარიძე, პროექტის მენეჯერი.

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი თიბისი ბანკის ინიციატივით ივნისში დაიწყო მის მიზანს ბიზნესებისთვის ადამიანური რესურსების დაზოგვა და პროცესების ავტომატიზების ხელშეწყობა წარმოადგენს. ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს.

პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობს. გამარჯვებულები ოქტომბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ: I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.businesstool.ge/Contest/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42