სვანეთში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს - რა შეთანხმება შედგა მოსახლეობასთან
პოლიტიკა - 09:47, 27 Jul, 2018     1023
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. გზის გახსნის გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობამ თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ესწრებოდნენ.


აქციის მონაწილეებთან შეთანხმება შედგა და ავტომობილების მოძრაობა დაახლოებით ღამის 11 საათზე განახლდა. მოსახლეობის თქმით, გზის გახსნის საკითხში მოხდა იმის გათვალისწინებაც, რომ ხვალ კვირიკობის დღესასწაულია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთ კვირაში სვანეთში სპეციალურ კომისიას ელოდებიან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მესტიის სოფლების ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ქმედებებს და სოფელში სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის შესვლას აპროტესტებდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით უწყების თანამშრომლები, ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42