რუსეთის სახელმწიფო დუმის სკანდალური დეპუტატი ვლადიმირ ჟირინოვსკი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში „რუსი მოსახლეობის“ დაცვის მოტივით, ოკუპანტების მორიგი ფართომასშტაბიანი შეჭრით იმუქრება.
„ჩვენ დავიცავთ, ვუშველით ყოფილი СССР-ის ქვეყნების მოსახლეობას. ჩვენ არ შევალთ კანადაში და აფრიკაში, მაგრამ ყველა , ვინც რუსეთის იმპერიაში და СССР-ში შედიოდა, ვინც არ უნდა იყოს - რუსები, ოსები, სომხები, აფხაზები, მოლდაველები- ჩვენ მათ დავიცავთ, ეს არის დემოკრატია! ჩვენ ყველგან შევაჩერეთ ომი! ყველგან! დონბასშიც შევაჩერებთ.“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.
უკრაინელმა საზოგადო მოღვაწემ ვადიმ ტრიუხანმა მას სიტყვა გააწყვეტინა და შეახსენა, რომ რუსი დამპყრობლები არავის ეკითხებიან, სჭირდებათ თუ არა მათი „დახმარება“ ვინმეს. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ აგრესორ- „გამათავისუფლებლები“ უკრაინაში არავის დაუპატიჟებია. თუმცა მას ჟირინოვსკიმ მორიგი მუქარით უპასუხა.
„დაგვიძახეს ხარკოვში, ნიკოლაევში. ყველგან გვეძახდნენ! მიეცით საშუალება უკრაინაში რუსებს გამოთქვან თავისი აზრი ავტომატის ლულის მიშვერის გარეშე და ყველა იტყვის რომ რუსეთში უნდა.“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






