დავით დარჩია პოლიციაში დაიბარეს-აუქციონით გასხვისებული მიწების სკანდალი?
პოლიტიკა - 14:46, 26 Jul, 2018     1630

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია ამ წუთებში გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციის მესამე სართულზე არაკანონიერად ჩატარებული აუქციონებისა და მიწების გასხვისების სკანდალზე იკითხება.

გურიის შავიზღვისპირა ზოლში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014-17 წლებში გაყიდული მიწების ირგვლივ სკანდალი გრძელდება-უშიშროება ოზურგეთის მაღალჩინოსნების დაკითხვას აგრძელებს.

როგორც "გურიის მოამბესათვის" გახდა ცნობილი, სუსი-ს ანტიკორუფციული სამსახურის დეპარტამენტში, ამ დღეებში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მაშინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი ხელმეორედ დაკითხეს.

თბილისში მისი დაკითხვა რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

მანამდე "სუს" მა ოზურგეთის ყოფილი გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი-სამსახურის ხელმძღვანელები - მალხაზ გორგოშიძე და გოჩა აბაშმაძე დაკითხა.

როგორც გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით ხდება ცნობილი, გამოძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგეობას აუქციონის გამოყენებით მიწების უკანონოდ გაყიდვას ედავება.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფოსათვის დაახლოებით 15 მილიონ ლარის ზარალზე, რომელიც ბიუჯეტმა გასაყიდ მიწებზე ფასების ხელოვნურად დაგდებით განიცადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42