რუსული მედიის ცნობით, სტამბოლში, ე.წ. კანონიერი ქურდის ნიკოლოზ დგებუაძის იგივე ნიკოლოზ გაგრინსკის ქორწილი გაიმართა.
ქორწილში, რომელიც კომპლექს Esa Royal Park-ში შედგა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ ე.წ. მეგრული კლანის ქარდავა-მზარელიას კლანის ყველა მთავარი წარმომადგენელი და ასევე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ დათო ოსეტინი.
ქორწილში იმყოფებოდა ნადირ სალიფოვი იგივე გული, რომლის ესკორტშიც კოტომა, სულიკო ნიჟარაძე და ალფასონი იყვნენ.
როგორც გამოცემა წერს, „გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს გულის გარშემო ქურდული დიპლომატია ტრიალებს. შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ ქურდული სამყაროს ბოსის სტატუსისთვის ის იბრძვის. ის წარმოშობით გარდაბნიდანაა და საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს.
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე, „ქურდულ სამყაროში“ რეალურ ძალას ორი ადამიანი ფლობს: გული და მერაბ სუხუმსკი.
მასალის გამოყენების პირობები






