"დღეს რასაც ის ეძახის გაფლანგვას, ამ პროცესში თავად იყო ჩართული" – ივანიშვილის 2013 წლის განკარგულება
პოლიტიკა - 12:27, 26 Jul, 2018     1146

სდსს-ს ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის განკარგულების თანახმად, 2013 წელს სახელმწიფო დაცვის სახელმწიფო სამსახურს პრეზიდენტის ხარჯების ანაზღაურების გაგრძელება ძველი წესით დაევალა. განცხადება ბექა ბასილაიამ "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გააკეთა

"ჩვენ მოვისმინეთ დაანონსებული განაჩენი ეკა ბესელიასგან ისე, რომ ამ საქმეზე ჯერ არსებითი განხილვაა. ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან საბოლოო ვერდიქტიც. ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, არ ახსოვს, რომ 2013 წლის 15 თებერვალს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მისი ხელმოწერით მიღებულია მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელსაც პრეზიდენტის დაცვა უნდა უზრუნველეყო, დაევალა იმავე ფუნქციების შესრულება რა ფუნქციებსაც ასრულებდა პრეზიდენტის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ანუ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როდესაც სდსს-ს მეშვეობით გასწევდა გარკვეულ ხარჯს, იმავე ტიპის ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა მიიღო 2013 წლის 15 თებერვალს განკარგულება და ნება დართო პრეზიდენტის დაცვის სამსახურს გაეგრძელებინა მსგავსი ხარჯების გაწევა. დღეს რასაც ბიძინა ივანიშვილი ეძახის გაფლანგვას, ამ პროცესში ის თავად იყო ჩართული. და არა მხოლოდ ჩართული, არამედ მისი სამართლებრივი აქტია გამოცემული. შესაბამისად, ამ საქმეში თეიმურაზ ჯანაშია არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42