საბერძნეთის ხანძრის შედეგები ძალიან ტრაგიკულია. ბოლო მონცემებით, მსხვერპლი 81-მდე გაიზარდა, ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
დადასტურდა, რომ ხანძარს ემსხვერპლა ახალდაქორწინებული ირლანდიელი მამაკაცი. ბრაიან ო’კალაგან-ვესტროპი და ზოე ჰოლოანი საბერძნეთში ატარებდნენ თაფლობის თვეს.
მამაკაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა, მისი ცოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავი აქვს დამწვარი.

ამ დროისთვის ხანძრის თითქმის ყველა კერა ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ხანძარმა საბავშვო ბანაკი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია 16 ბავშვის დაღუპვის შესახებ.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 ცხედარი იპოვეს ზღვისპირა სოფელ მატიში მდებარე ერთ-ერთ ვილაში, ეს სოფელი სტიქიის ეპიცენტრში მდებარეობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომლის გავრცელებასაც ქარმა შეუწყო ხელი.
საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად ევროკავშირს მიმართა. მათ უკვე იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლებამ უპასუხა.დახმარება შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებამაც.
მასალის გამოყენების პირობები






