„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიაზე პრეზენტაცია წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:00, 26 Jul, 2018     1178
„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიის პრეზენტაცია გამართა. საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა ღვინის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ამერიკიდან, Master of Wine- ლიზა გრანიკი.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ღვინის ბაზრის გლობალურ ტენდენციებთან დაკავშირებით, განხილულია ღვინის სექტორში არსებული ვითარება საქართველოში, ქართული ღვინის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის განვითარების პოტენციალი და ასევე, ღვინის ბიზნესის გამოწვევები და პერსპექტივები. კვლევის მიხედვით ღვინის წარმოების და მოხმარების შემდგომი ზრდა საკმაოდ რეალისტურია. ამასთან, ღვინის ადგილობრივ მოხმარებას ტურიზმი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს და ღვინის ტურიზმის პოტენციალი ასათვისებელია. კვლევაში ასევე გაანალიზებულია, თუ რა როლს თამაშობს ღვინის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ: დასაქმების, მომგებიანობისა და ექსპორტის მიმართულებით. ასევე, კვლევაში ხაზგასმულია ღვინის სექტორის დინამიური ზრდის ბოლოდროინდელი ტრენდი.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ღვინის სექტორის გამოწვევად დასახელებულია დაბალი მოსავლიანობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა, ღვინის ფალსიფიცირება და ასევე ვაჭრობის დაფინანსება. რაც შეეხება მის პერსპექტივებს, კვლევაში დასახელებულია: მზარდი საექსპორტო ბაზრების, ღვინის ტურიზმის, ქვევრის ღვინისა და ნიშური ღვინის წარმოების შესაძლებლობა, მზარდი ადგილობრივი მოხმარება მაღალხარისხიან ბოთლის ღვინოზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42