დაიბარებენ თუ არა შს ყოფილ მინისტრ მღებრიშვილს დაკითხვაზე - პრემიერის მინიშნება
პოზიცია - 11:24, 26 Jul, 2018     1654
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თუ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს და შს ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს გადაცდომა აქვს, ამაზე ჟურნალისტებს პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ.


მედიის წარმომადგენლები დღეს დაინტერესდნენ გიორგი მღებრიშვილის მომავლით.

"რაც შეეხება იმას, თუ რამე დარღვევები აქვს მას, ამაზე შესაბამისი ორგანოები გაქცემენ პასუხს, ეს მათი კომპეტენციაა"- განაცხადა მამუკაბახტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

რაც შეეხება თავად სამსახურ, ბახტაძე ამბობს, რომ საგანგებო ისტუაციების მართვის სამსახურში გამოწვევები რჩება

"გიორგი მღებრიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რასაც დავეთანხმე და განვაცხადე, რომ ჩვენ ამ სამსახურში გვაქვს გამოწვევები ძალიან პრინციპული ხასიათის. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია გასაკეთბელი. წელს ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმ ნაწილში რაც რისკების პრევენციას შეეხება"- თქვა პრემიერმა.

პრემიერს ასევე კითხეს, იგეგმება თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კვლავ შს სამინისტროსთან შეერთება.

ჟურნალისტი დაინტერესდა შეცდომა იყო თუ არა 2017 წელს ამ მიმართულებით განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაცია.


„თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მე ვარ მაქსიმალურად ჰორიზონტალური სტრუქტურების მომხრე. რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისები, თუ მას აქვს ობიექტური საფუძველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვხედავდეთ სინერგიას. როდესაც სტრუქტურები ერთად არიან, ხარჯების ნაწილში ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს გარკვეულ სინერგიას, მათ შორის, სინერგიას იმაზე, რომ ძირითადი საშუალებები შეიძლება განაწილდეს რამდენიმე უწყებას შორის, მაგალითად ვერტმფრენი შეიძლება გამოიყენოს ერთმა უწყებამაც, მეორემაც, მესამემაც, თუ ეს ერთი ქოლგის ქვეშ არის მოქცეული. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული. ჩვენ სტრუქტურა უნდა მოვარგოთ არსებულ რეალობას, არსებულ მისწრაფებებს, რომ გვქონდეს მცირე ბიუროკრატია და ხარჯები იყოს ლიმიტირებული და არა პირიქით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ უწყებაზე არ მაქვს საუბარი, ამ პრინციპით მივიღებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42