საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პიროვნულ დისკრედიტაციას:
“მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერშის მიტანა. ზოგადად, ასეთი თავდასხმები და შეურაცხყოფები არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერაა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შეინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებზე, თუ რაში არ შეიძლება დაეთანხმო ადამიანი იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომელიც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში. შესაბამისად, ჩვენს ოპოზიციას დღეს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც წარუმატებელი იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






