აშშ “ყირიმის დეკლარაციას” აქვეყნებს - "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ყირიმის ანექსია"
მსოფლიო - 10:49, 26 Jul, 2018     1513

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ყირიმის დეკლარაციას” აქვეყნებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის უკანონო ანექსია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარება აშშ-ის პოლიტიკის უცვლელი შემადგენელი ნაწილია. დოკუმენტს ხელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აწერს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის და ყირიმის ანექსიით, რუსეთი საერთაშორისო პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას შეეცადა.

“მაშინ როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები ცდილობენ თავისუფალი, სამართლიანი და წარმატებული სამყაროს შექმნას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ვალდებულება სუვერენული თანასწორობის საერთაშორისო პრინციპთან მიმართებით და პატივი ვცეთ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას“- წერია დეკლარაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ყირიმის დეკლარაციას“ გამოეხმაურა. მისი თქმით, მანამდე ირანის „ბირთვული შეთანხმება“ და პარიზის კლიმატური ხელშეკრულებაც აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეცვალა.

„როგორც გვახსოვს, ირანის „ბირთვული შეთანხმების“ ერთობლივი სამოქმედო გეგმაც და პარიზის კლიმატური ხელშეკრულებაც აშშ-ის პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს თავად ბარაკ ობამამ გადაწყვიტა. თუმცა დონალდ ტრამპმა გადაიფიქრა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ასეთი „საბედისწერო დეკლარაციების“ ფასი“ - ამბობს ზახაროვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42