ამ განცხადებას შეიძლება ვინმეს ღიმილი გამოეწვია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის არცთუ ისე შორია სიმართლისგან - ბურთზე არსებული მარკირების მიხედვით, მასში ჩამონტაჟებულია ჩიპი პატარა ანტენით, რომელიც სიგნალს ახლომდებარე ტელეფონებზე აგზავნის.
თუმცა, Adidas -ის განცხადებით, ეს არ არის შპიონური მოწყობილობა - ეს ბურთის, რომლის შეძენაც კომპანიის საიტზე 165 დოლარად შეგიძლიათ, სარეკლამო ფუნქციაა.
Adidas-ის ინფორმაციის თანახმად, ჩიპი ბურთი NFC ლოგოს ქვეშ არის განთავსებული, რომელიც wifi-ის სიმბოლოს მსგავია. ბურთის ქვეშ განთავსებულ მოწყობილობასთან დაკავშირება ანდროიდითა და აიფონით არის შესაძლებელი. ინსტრუქციის თანახმად, ბურთში ჩამონტაჟებული მოწყობილობის მეშვეობით, ტელეფონში შეგიძლია ნახო კომპანიის შესახებ ინფორმაცია, საფეხბურთო შეჯიბრებები და სხვ.
Adidas-ი არ აკეთებს კომენტარს იმის თაობაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ამ მოწყობილობის მოსასმენი აპარატურად გამოყენება, რადგან რუსულ მხარეს შეეძლო მისი პროგრამის "გატეხვა" და მისი გადაპროგრამირება.
თეთრის სახლის პრეს სპიკერის სარა სანდერსის განცხადებით, "უსაფრთხოებაზე შემოწმებას ყველა საჩუქარი გადის და პუტინის მიერ ნაჩუქარი Adidas-ის ბურთიც გამონაკლისი არ ყოფილა." აღმოაჩინეს რამე თუ არა ბურთზე, სანდერსს აღარ დაუკონკრეტებია.
ამასთან, ექსპერტები აცხადებენ, რომ დიდი უგუნურება იქნებოდა აშშ-ის ადმინისტრაციაზე კიბერშეტევისთვის ისეთი ნივთი გამოეყენებინათ, როგორც ფეხბურთის ბურთია.მასალის გამოყენების პირობები






