როგორც "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მომავალი პრეზიდენტია და ამას ზუგდიდელი მოსახლეობის განწყობა მოწმობს.
"ჩვენი საარჩევნო კაპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. იმ შთამბეჭდავი პრეზენტაციის შემდეგ, როდესაც ფაქტობრივად დაფიქსირდა ახალი ოპოზიციური ერთობა,თავიდანვე ვგრძნობდით, რომ "ძალა ერთობაშიას" მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნებოდა წარდგენილი, თუმცა რაც დღეს ზუგდიდის ქუჩებში ვხედავთ ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით. დარწმუნებული ვართ, რომ გრიგოლ ვაშაძე აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას. ამ ინფორმაციას ფლობს "ქართული ოცნებაც" და ამის დადასტურება იყო ივანიშვილის განცხადება. მას სურს გაეცალოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ არ მივცემთ მას საშუალებას გავიდეს ბრძოლის ველიდან, იმიტომ რომ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ და ამ გამარჯვებას დავიცავთ"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






