„ივანიშვილი შეეცადა ტალახიდან თეთრი გამოსულიყო, რისიც საზოგადობას დიდი ხანია აღარ სჯერა“ - ნოდარ ხარშილაძე
პოზიცია - 17:30, 25 Jul, 2018     2168
ექსპერტები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ ყოფილი პრემიერის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოსვლა იყო, რადგან მას 6 წლის განმავლობაში პირველად სიმართლის თქმა მოუწია.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღიარა, რომ მის მიერ ხელდასმული მთავრობის მმართველობის დროს საქართველოში სიღარიბე გაიზარდა, მოსახლეობას ვალები ახრჩობს და კორუფციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა ექს-პრემიერმა ჩავარდნა, ყოფილ პრემიერს და მის გუნდს გადააბრალა, რომელიც აღნიშნიული ინტერვიუს მთავარი გმირი იყო.

როგორც ანალიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას ამბობენ, კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის გუნდს, ცუდი დღეები ელით და არ არის გამორიცხული, ალავიძე-ქუმსიშვილთან ერთად, საბრალდებო სკამზე გიორგი კვირიკაშვილიც აღმოჩნდეს.

ივანიშვილმა ღიად თქვა, ისიც, რომ სერიოზული იმედგაცრუების ფონზე, საჯარო პოლიტიკიდან დიდხანს აღარ წავა და ოცნებების ახდენაც 2030-წლამდე გადაავადა.

საქართველოში მოქმედი 2 უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ გალაშქრების გარდა, აქტიურად განხილვის თემაა საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებამდე 3 თვით ადრე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ირკვევა, რომ დიდი ალბათობით, "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებაზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს. ყოფილი პრემიერი არც იმას გამორიცხავს, რომ გიორგი მარგველაშვილიოპოზიციის კანდიდატმა ჩაანაცვლოს.

„ჩემი პოზიციაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი,“ - ამბობს ივანიშვილი.

„ნიუპოსტი“ ივანიშვილის ინტერვიუს მთავარ აქცენტებზე საქართველოს სტრატეგიული ანალიზის დამფუძნებელ ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა.

ექსპერტი ამბობს, რომ ივანიშვილი შეეცადა „ტალახიდან თეთრი გამოსულიყო“, თუმცა სიღარიბეზე, ვალებსა და კორუფციზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

„კვირიკაშვილი ხომ მისი ხელდასმული პრემიერი იყო?! და მის მიერ ლეგიტიმაცია მიცემული კანდიდატის შეცდომებზე რა თქმაუნდა ბიძინა ივანიშვილი აგებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ეს ყველა ქვეყანაში ასეა - როდესაც ქვეშევრდომი რაღაცას აშავებს, პასუხისმგებლობა გადადის მის ხელმძღვანელხზე. ბატონი ბიძინას ერთადერთი მიზანი გუშინ იყო ის რომ, როგორმე ხელები დაებანა და წარმოეჩინა, რომ ყველა გარშემო ჭუჭყიანია, თვითონ კი თეთრებში ჩაცმული, უმწიკლო ადამიანია, რისიც ვფიქრობ, რომ საზოგადოებას დიდი ხანია არ სჯერა“- აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.

ექსპერტი „ნიუპოსტთან“ ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს კრიზისების შექმნა სჩვევია, რომ „სცენაზე აპლოდისმენტებით შევიდეს“.

ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არასახარბიელო მდგომარეობაშია რადგან გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძლიაერი საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის დამფუძნებელი თვლის, რომ ივანიშვილი პოლიტიკური ველიდან არც ოქტომრის არჩევნებზე გავა.

„აქ არის ორი რაღაც, პირველი - ძალიან კარგი, ძლიერი კანდიდატი ჰყავს გაერთიანებულ ოპოზიციას, ასევე საინტერესო კანდიდატი ჰყავს „ევროპულ საქართველოსაც“. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, წინა არჩევნებზე დადებული შედეგის გათვალისწინებით, ძალიან დიდი შანსები აქვს არჩევნების მოგებაზე ჰქონდეს პრეტენზია, თუ "ოცნებამ" დააყენა სუსტი კანდიდატი ან სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი. თუმცა არის მეორე საკითხი და ეს გახლავთ ბატონი ბიძინას ძველი ტრიუკი - თვითონ ქმნის რაღაც კრიზისს და შემდეგ გადაწყვეტს ამ კრიზისს და გამოდის გმირი. ვფიქრობ, რომ ამ უიმედო სიტუაციაში ივანიშვილი საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე ფიქრობს, არ გამოვრიცხავ, რომ ამის სურვილი ჰქონდეს, თუმცა ის ტაშისკვრას მიჩვეულია“- განმარტა ხარშილაძემ.

კითხვაზე, რამდენად უღირს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის და შესაბამისად ხელშეუხებლობის დაკარგვა, პრეზიდენტობის სანაცვლოდ, ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტობა ივანიშვილისთვის მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ხელშეუხებლობის რეალური გარანტიაა.

„სამართლებრივ დეტალებში ზუსტად ვერ ვერკვევი, თუმცა როგორც ვიცი საფრანგეთში კანონია მიღებული სიმდიდრეზე და ის თუ საფრანგეთში ჩავა და იცხოვრებს ამის გადახდა მოუწევს. ეს იურიდიული თემაა, მაგრამ არამგონია, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა არ გაცვალოს პრეზიდენტობაზე, რადგან ეს ისნტიტუცის სრულ იმუნიტეტს იძლევა 5 წლის განმავლობაში, რასაც საფრანგეთის მოქალაქეობა რა თქმა უნდა არ იძლევა. აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ საფრანგეთმა ივანიშვილს პასუხი მოსთხოვოს. ასე რომ, ჩემი აზრით, პრეზიდენტობა მისთვის ნაკლებად მომხიბვლელი შეიძლება იყოს, მაგრამ ივანიშვილს დღეს ეს შეიძლება ყველაზე მეტად სჭირდებოდეს და აწყობდეს“- განმარტა ნოდარ ხარშილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42