თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ დედაქალაქის გენერალური გეგმის ნაცვლად „ბიძინა ივანიშვილის იქნეს მიღებული“:
"ბიძინა ივანიშვილის პროექტს გენგეგმამ დაადო ისტორიული ლანდშაფტის ზონა და მერიამ ეს მოიწონა, ანუ არანაირი მშენებლობა იქ არ შეიძლება, თუ მშენებლობაა, დემონტაჟი უნდა მოხდეს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მშენებლობას არავინ დაუნგრევს, კარგად ვიცით. კანონში წერია ერთი, გენგეგმა გვეუბნება - მეორეს და მესამეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ მივიღოთ გენერალური გეგმის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი და მან გვიკარნახოს თბილისში სად რა გავაკეთოთ. "პანორამა თბილისის" სამშენებლო ტერიტორია გენგეგმის მიხედვით არის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე მინამალური კონსტრუქციაა აშენებული, დემონტაჟი უნდა მოხდეს. ამას ხელი მოაწერა მერიამ, მაგრამ ეჭვი მაქვს, ბიძინა ივანიშვილს მშენებლობას არავინ შეუცვლის. აქედან გამომდინარე, კანონი ამბობს ერთს, გენგეგმა - მეორეს, რასაც მერიაც ეთანხმება, ბიძინა ივანიშვილი კი, თავისთვის „ბურჭალაობს",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






