„ივანიშვილის ოლიგარქიულმა მმართველობამ მოარყია სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანა განადგურების პირასაა, ხალხი უმძიმეს გასაჭირში ცხოვრობს, კატასტროფულად გაიზარდა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა.
ივანიშვილი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისია. აღიარება, ცხადია შიშმა განაპირობა. ოლიგარქს კარგად ესმის, რომ არ შესწევს უნარი, რამე შეცვალოს და მხოლოდ თავდაცვის ინსტიქტებით მოქმედებს. ის ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს განწყობა - ,,ბელადმა არაფერი იცოდა“, შესაბამისად, განტევების ვაცს თანაგუდელებში ეძებს. ამ ეტაპზე მან კვირიკაშვილი შეირჩა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველაფერი რაც მოვისმინეთ ივანიშვილის ინტერვიუში ხალხის აშკარა დაცინვაა,
ხალხი, რომელსაც გაუნათლებელს ეძახის, გონიერია, ის გრძნობს სიყალბეს, აქვს უნარი, განსხვავებით დღევანდელი მართველებისგან, სახელმწიფოებრივად იაზროვნოს და ბევრიც ითმინოს, მაგრამ ამ დაცინვაზე ივანიშვილის „ოცნება“ ოქტომბერში სწორედ ამ ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს.
ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლის ველიდან გაქცევას ცდილობს და ამით დროის მოგება სურს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიკვეთა, რომ ოლიგარქს ეშინია ჩვენი ერთობის, ოპოზიციის საერთო კანდიდატის. ესაა შიში ერთობის - ძალა ერთობაშია! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად და ჩვენ დავიცავთ ამ გამარჯვებას!“ - წერს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






