„ივანიშვილის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობის ნიმუშია“ - პაატა მანჯგალაძე
პოლიტიკა - 14:01, 25 Jul, 2018     2695
ცრუ პოლიტიკური მანევრი, რომელიც ოპოზიციური ძალების დეზორიენტირებას ემსახურება - ასე აფასებს ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ,,ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა და ის ცდილობს, თავიდან იაცილოს არჩევნებში ხალხის უნდობლობა.

„ივანიშვილის განცხადება, რომ ქართულ ოცნებას თავისი კანდიდატი არ ეყოლება არის პოლიტიკური ცრუ მანევრი, რომელმაც ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ოპოზიციური ძალების დეზორიენტირება, მოდუნება, ყურადღების გადატანა, ხოლო მეორე მხრივ, აიცილოს ხალხში არსებული მაღალი საპროტესტო მუხტიდან მომდინარე, მოსალოდნელი სახალხო მღელვარება.

ივანიშვილმა იცის, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და გაერთიანებული, კონსოლიდირებული ოპოზიციის პირობებში მას არ შესწევს უნარი მოსყიდვებისა და მანიპულაციებითაც კი უზრუნველყოს არჩევნებში თავისი კანდიდატის წარმატებია. შესაბამისად, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ატარებს ე.წ „ტრიუკს“, როდესაც თითქოს ერთი მხრივ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს კანდიდატი, მას არ გააჩნია ინტერესი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე აიცილოს მისი და ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის სამართლიანი გულისწყრომა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა და იგი არ გამომდინარეობს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან და ემსახურება ერთი ადამიანის შიშებს და კაპრიზებს“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42