შვედმა მოდელმა თავისთვის სპეციალური მაღალკალორიული დიეტა შეიმუშავა. ის ყოველდღე ჭამს პიცას, მაკარონს და სვამს შოკოლადის კოქტეილებს. ერთ თვეში 24წლის კრაუნი 6 კილოგრამ „ნუტელას“ ჭამს, რაც დაახლოებით 15 ქილაა. მისი ტეძოების გარშემოწერილობა ამ დროისთვის 183 სანტიმეტრია.
რაც უფრო წონას მოვიმატებ, მით უფრო კარგი იქნება ჩემი საჯდომი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი საჯდომის მფლობელი გავხდე.“- ამბობს ნატაშა.
მაღალკალორიულ საკვებთან ერთად ნატაშა საჯდომს პლასტიკური ქირურგიის დახმარებითაც იზრდის. პირვველი ოპერაცია მან 20 წლის ასაკში გაიკეთა.
„შეიძლება მე დისმორფოფობია მაქვს (როდესაც ადამიანს გონია თითქოს მას გააჩნია სინამდვილეში არ არსებული ფიზიკური ნაკლი ან აზვიადებს მას) , ან რამე მსგავსი, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ჩემი საჯდომი ძალიან დიდია. მე ერთმნიშვნელოვნად მსურს, რომ ის უფრო დიდი იყოს“- განაცხადა ნატაშამ. მისი თქმით მან პლასტიკური ქირურგიის დახმარებით მკერდი და ტუჩებიც გაიზარდა.
კრაუნმა აღიარა, რომ მოწონს როგორ მოძრაობს მისი საჯდომი, სიარულის დროს.
„ჩემი საჯდომი მე საშუალებას მაძლევს თავი უფრო სექსუალურად და ყველაფრის შემძლედ ვიგრძნო.“- განაცხადა ნატაშამ.



მასალის გამოყენების პირობები






