აკაკი ზოიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სრულიად იზიარებს და ინტერვიუთი აღფრთოვანებულია
პოლიტიკა - 12:49, 25 Jul, 2018     910

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვითი კმაყოფილია.

მისი თქმით, გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ კითხვები აღარ უნდა იყოს გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, დენდროლოგიურ პარკსა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საქართველოში.

"ჩემი აზრით, ეს იყო ამომწურავი, პირდაპირი და გულახდილი პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნამდვილად გულახდილი - ამას გავუსვამ ხაზს, რადგან ნამდვილი გულახდილობა პოლიტიკაში იშვიათი ხილია. ყალბი გულახდილი პოლიტიკოსები და ყალბად გულახდილი ინტერვიუები ბევრი გვინახავს. ადამიანი ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს და აჩვენებს, თუ რა ინტერესი გააჩნია მას ამ ქვეყნის მიმართ და რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ამის მერე საზოგადოებაში თუ კიდევ ვინმეს დარჩება კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ გადადგა კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი თუ ალავიძე, ასევე, თუ კითხვა დარჩა იმის შესახებ, თუ რა სიკეთე კეთდება ქვეყანაში დენდროლოგიურ პარკთან მიმართებაში, ეს იქნება ბოროტი, არაკეთილმოსურნე ადამიანის პოზიცია. მგონი კითხვები არ დარჩა ერთ ლარსა და ავტოსადგომების თემაზე. ასევე მგონი კითხვა არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ რა უნდა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს. ბევრ ადამიანს შეიძლება ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანი შეიძლება აკეთებდეს უანგაროდ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უანგაროდ უყვარს ეს ქვეყანა და უნდა ქვეყანა გახდეს ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა შვეიცარია, დანია და ნორვეგია...ვიზიარებ იმ არგუმენტაციას, რაც ითქვა, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველა ინსტიტუტი "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ არის, ჯანსაღი კონკურენცია ჩვენვე გვაძლიერებს. დღეს ეს ჯანსაღი კონკურენცია ოპოზიციის მხრიდან არ გვაქვს. პოლიტიკური ოპოზიცია დღეს პირადად ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზეა გადასული", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42