„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილსა და კვირიკაშვილს ეკონომიკურ ხედვებში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ“, - კაკულია
პოლიტიკა - 11:49, 25 Jul, 2018     1191
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მიუღებელი ის იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს „ეკონომიკური განვითარების ხედვა ასეთი განსხვავებული ჰქონდათ“.

"ბანკებთან დაკავშირებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ძალიან მკაფიო იყო, რომ ის რეალობა, რომელიც დადგა, ყველასთვის ცხადია. ყველა ხედავს, თუ როგორ წნეხად აწევს საზოგადოების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ამის თქმა არ ნიშნავს საბანკო სექტორის ეფექტურობის მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. კვირიკაშვილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქცენტი იქნა დასმული, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. ჩემი აზრით, ის გულისხმობდა, რომ როცა ხარ მთავრობის მეთაური და ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, თავისთავად გეკისრება ვალდებულება. სუბიექტური ფაქტორები რამდენად იყო და რამდენად იყო პროცესები უმართავი იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება მაინც აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამას შესწავლა უნდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვერასოდეს აიცილებს თავიდან უარყოფით ტენდენციებზე პასუხისმგებლობას. ეს იყო ძალიან გასათვალისწინებელი მესიჯი სამომავლოდაც.

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობებში მოულოდნელობა ის იყო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ. ჩემთვის ყველაზე დიდი მიუღებლობა არის ეს და ვფიქრობ, პირადად მე ამ ხარისხის უთანხმოების შესახებ აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ვისი ბრალია ეს არ ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა იმან მიიღოს ეს თავის თავზე. ეს თუ ამ ხანგრძლივობით გრძელდებოდა, აცდენა პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ეს ჩემთვის მიუღებელი ფაქტორია და არც ერთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც "ქართული ოცნების" წიაღიდან არის წამოსული, ასეთი ტიპის აცდენა არ უნდა ჰქონდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა რომან კაკულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42