ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისთვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საზოგადოება - 21:39, 23 Aug, 2013     749

შეგახსენებთ, კომისიის მიერ სამაუწყებლო პრიორიტეტების დადგენის მიზნით კვლევის ჩატარებაზე გამოცხადებულ ტენდერში "საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა" (IPM) გაიმარჯვა. კომპანიამ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოუდგინა კომისიას, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფორმით დაამტკიცებს.


"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–4 მუხლის შესაბამისად, კომისია 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.


"საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის" (IPM) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევაში ასახულია:
ა) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო ტელემაუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილთა განსაზღვრა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სათემო ტელემაუწყებლობა;


ბ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო რადიოუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილთა განსაზღვრა რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სათემო რადიო მაუწყებლობა;


გ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული ტელე მაუწყებლობის თემატიკისადმი;


დ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის თემატიკისადმი;


ე) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე;


ვ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე
საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 23 სექტმებერს 16:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებიდან ათი დღის ვადაში მიიღებს.


თანდართულ დოკუმენტად, გთხოვთ იხილოთ "საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის" (IPM) კვლევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42